ვარ მესაკუთრე! სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ!
იყიდება კერძო სახლი გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კრწანისში. ეზოს ფართობი: 600 კვ.მ.
სახლი მდებარეობს ხელსაყრელ ადგილას. თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის ფეხით 10 წუთის სავალზე, რაც ქალაქთან კავშირს ძალიან ამარტივებს.
სახლი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომუნიკაციით: გაზი და კანალიზაცია შეყვანილია და მუშაობს შეუფერხებლად. წყალი არის გრაფიკით, თუმცა დამონტაჟებულია ორი წყლის ავზი (1 ტონა + 500 ლიტრი), რაც სახლს წყლის მუდმივ მარაგს უნარჩუნებს.
სახლი იყიდება სრული ავეჯითა და ტექნიკით, მაცივრისა და ტელევიზორის გარდა. საბუთები სრულად წესრიგშია.