4 room private house for sale in chokhatauri municipality

4 room private house for sale in chokhatauri municipality

156ID: 24693744
დაბლაციხე
119,939
1 - 750
160 m²
Area
4
Rooms
2
Bedroom
2
Floor
10000 m²
Yard area

Short description

იყიდება ტრადიციული და მრავალფეროვანი სახლი გურიაში

ჩოხატაურის რაიონში, სოფელ დაბლაციხეში, იყიდება 1 ჰექტარზე გაშენებული, სრულად აღჭურვილი კარ-მიდამო.

მთავარი სახლი
ორსართულიანი ნათელი სახლი ღია ვერანდებით, სადაც ყიდვისთანავე შესაძლებელია ცხოვრება:

პირველი სართული: მისაღები და სამზარეულო მოქმედი ბუხრით, სველი წერტილი და შიდა საკუჭნაო მაცივრებით.

მეორე სართული: 2 იზოლირებული საძინებელი, სველი წერტილი და დიდი მისაღები სივრცე.

კომუნიკაციები: ბუნებრივი აირი და მუდმივი წყალი. სახლში დამონტაჟებულია 2 წყლის გამაცხელებელი (როგორც გაზზე, ისე შეშაზე).

ინვენტარი: სახლში რჩება სრული ავეჯი, ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები.

ეზო და დამხმარე ნაგებობები
ეზოში განთავსებულია ავთენტური სამზარეულო შენობა (კუხნა სახლი) და ღია მარანი 7 ჭურით. ასევე ტერიტორიაზეა:

სასიმინდე, საქათმე, საღორე და ბოსელი.

ეზოში არის მოქმედი ჭა.

ნაკვეთი და ნარგავები
ნაკვეთი სრულად ათვისებულია და მოაქვს შემოსავალი:

მსხმოიარე ბაღები: მოცვი (2500 კვ.მ), თხილი (3000 კვ.მ), კაკალი (1500 კვ.მ).

ვენახი და ხეხილი: ალადასტურისა და ადესა-იზაბელას ტალავერები. მრავალფეროვანი ხეხილი, მათ შორის უძველესი ჯიშის ხეჭეჭური და მრავალწლოვანი რცხილის ხეები.

Addition parameters

Status
Old building
Condition
Old renovated
Type of project
Non-standard
Bathrooms
2
მაია
Owner
All statements (1)
მაია
Owner

If the information in the listing is incorrect, file a report