იყიდება ახალგარემონტებული ბინა დიღომში, ბობ უოლშის ქუჩაზე, ახალაშენებულ და ჩაბარებულ საცხოვრებელ კომპლექსში. ბინა მდებარეობს 4/9 სართულზე და მისი ფართობია 72 კვ.მ.
ბინა გამოირჩევა ძალიან კარგი და პრაქტიკული გეგმარებით — აქვს გამოყოფილი სამზარეულო სივრცე, ფართო მისაღები და 2 დამოუკიდებელი ნათელი საძინებელი. ბინა არის ახალგარემონტებული და აღჭურვილია ალუმინის ვიტრაჟებით. ჭერის სიმაღლე შეადგენს 3 მეტრს.
კორპუსი აშენებულია ხარისხიანი მასალებით, გარე კედლები შესრულებულია 30-იანი პემზის ბლოკით. კომპლექსში ფუნქციონირებს ორი ლიფტი — სამგზავრო და სატვირთო, ასევე დაცვა და სიგნალიზაცია. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო კომუნიკაცია.
კორპუსი უკვე აქტიურად დასახლებულია და საცხოვრებლად ძალიან კომფორტულ გარემოს წარმოადგენს.
იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.