ქირავდება / გადაბარდება გამზადებული კომერციული ფართი სწრაფი კვების ობიექტისთვის
კარგ და აქტიურ ლოკაციაზე გადაბარდება თითქმის სრულად გამზადებული კომერციული ფართი, რომელიც იგეგმებოდა საშაურმედ/სწრაფი კვების ობიექტად.
ფართში ჩატარებულია სერიოზული სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები — მოწყობილია პრაქტიკულად ყველაფერი, რაც საჭიროა კვების ობიექტისთვის. ობიექტი ჯერ არ გახსნილა და საქმიანობა არ დაწყებულა. გარე რეკლამაც ჯერ არ არის განთავსებული.
გეგმების ცვლილებისა და ქვეყნიდან წასვლის გამო ვეღარ ვაგრძელებ პროექტს, ამიტომ ვეძებ მსურველს, რომელსაც სურს სწრაფი კვების ან სხვა კვებითი მიმართულების ბიზნესის დაწყება უკვე გამზადებულ სივრცეში.
ფართის მახასიათებლები:
117 კვ.მ
ყველა კომუნიკაცია
3-ფაზიანი დენი
წყალი და გაზი
ინტერნეტი
ცენტრალური გათბობა
კონდიციონერი
მოწყობილი გამწოვი სისტემა
საკუთარი საპარკინგე ადგილი 3 მანქანისთვის
კარგი და მოხერხებული ლოკაცია
ფართის გვერდით მდებარეობს „ფრესკო“, რომლის ქვედა სართულზეც არის დიდი ავტოსადგომი. პოტენციურ მომხმარებლებს შეუძლიათ კომფორტულად ისარგებლონ პარკინგით.
მეიჯარეები არიან ძალიან კარგი და კომუნიკაბელური ადამიანები, რაც საქმიან ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია იმავე ფართობის მეორე სართულის ქირაობა მისაღებ ფასად. იდეალურია დამხმარე სათავსოსთვის, ოფისისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში მოხდება ახალი მოიჯარის პირდაპირ დაკავშირება მეიჯარესთან და გაფორმდება ახალი ხელშეკრულება. იჯარის თანხა გადახდილია 15 ივლისის ჩათვლით. იჯარის თანხაში შედის საშემოსავლოც.
მე ვითხოვ მხოლოდ ფართში გაწეული ხარჯების/ინვესტიციის კომპენსაციას.
დეტალებზე დამიკავშირდით პირადად.