ოფისი არის ქალაქის ცენტრში მშვიდ ადგილას, თბილისის მერიასთან და სამედიცინო მეტროსთან ახლოს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვინც ეძებს ოფისს, სადაც პირდაპირ გადავა გუნდთან ერთად და მეორე დღესვე დაიწყებს მუშაობას. თავისუფლად ეტევა 5 თანამშრომელი, არის მოსასვენებელი სივრცეც, რომელიც გამოდგება საქმიანი შეხვედრებისთვის. ასევე, პატარა მაგიდა მაღლდება და ფართს საკონფერეციო შეხვედრების სივრცედ აქცევს. ეს სივრცე ასევე შეიძლება სამუშაო კუთხედ მოეწყოს და მეტი თანამშრომელი დაეტიოს. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.