მეტრო ტექნიკური უნივერსიტეტიდან 300 მეტრში, დავით გამრეკელის ქ, ბახტრიონისა და გამრეკელის (ყოფ. კუტუზოვის) ქუჩების კვეთა - ცენტრალური, მაგრამ მშვიდი და საცხოვრებლად კომფორტული გარემო. ტერიტორია გამოირჩევა განვითარებული ინფრასტრუქტურით, მაღაზიებით, უნივერსიტეტებით და ტრანსპორტის მაქსიმალური ხელმისაწვდომობით. ბინა მდებარეობს ხრუშოვის პროექტის მყარ, ძველ აშენებულ კორპუსში (ლიფტის გარეშე). ბინაში სრულად რჩება ავეჯი-ტექნიკა და მზად არის დაუყოვნებლივ საცხოვრებლად ან გასაქირავებლად, დამატებითი ინვესტიციის გარეშე.