იყიდება 191 კვ.მ უნივერსალური კომერციული ფართი საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩაზე
გთავაზობთ იდეალურ საინვესტიციო წინადადებას საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში. ფართი მდებარეობს 5-სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, არის გამჭოლი და აქვს ძალიან პრაქტიკული დაგეგმარება.
ფართის მახასიათებლები:
საერთო ფართობი: 191 კვ.მ;
ოთახების რაოდენობა: 7 იზოლირებული სამუშაო ოთახი;
დამატებითი სივრცე: დიდი მისაღები (reception), ცალკე სამზარეულო და სათავსო;
სველი წერტილი: 2;
მდგომარეობა: გარემონტებული, აღჭურვილია საჭირო კომუნიკაციებით.
ლოკაციის უპირატესობა:
გამრეკელის ქუჩა გამოირჩევა მაღალი გამავლობით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. ფართი იდეალურია:
საოფისე საქმიანობისთვის;
სამედიცინო კლინიკისთვის ან ესთეტიკის ცენტრისთვის;
სასწავლო ცენტრისთვის.