იყიდება დიდ დიღომში ტოიოტას ცენტრის მიმდებარედ ხატაეთის ქუჩაზე ულამაზესი თანამედროვე 3 სართულიანი სახლი აუზით. სახლი აშენებული და მოპირკეთებულია პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალით. ეზოს სრული ფართი შეადგენს 700მ2, სახლის ფართი შეადგენს 540 მ2. თითო სართული 180 მ2. -1 სართულზე განთავსებულია სამზარეულო, მარანი, ბუხარი, ვინტაჟური სივრცე და ერთი სველი წერტილი. სახლის პირველ სართულზე განთავსებულია დიდი ჰოლი, მისაღები, სამზარეულო/სასადილო, კაბინეტი, სველი წერტილი . მეორე სართულზე 5 საძინებელი, მათ შორის 3 არის მასტერ ბედრუმი და 1 დამოუკიდებელი სველი წერტილი. ასევე ყველა საძინებელს აქვს იზოლირებული აივანი. სახლს აქვს ორი დიდი ტერასა, პირველ სართულზე არსებულ ტერასას გააჩნია საზაფხულო სივრცე, ბარბექიუს კუთხით. ეზოში მარადმწვანე მცენარეების ულამაზესი ბაღია. აუზთან განთავსებულია ფილტრაციის ოთახი