იყიდება ორ ოთახიანი ბინა ახალ კორპუსში, რომელიც მდებარეობს 31-ე ქარხნისთან, მტკვრის ნაპირზე. ბინას ულამაზესი ხედები აქვს მთაწმინდაზე, მტკვარზე და მთებზე — ხედები მართლაც შესანიშნავია.
სახლს გარს აკრავს პარკები და ბავშვების სათამაშო მოედნები.
ბინის ფართობი — 70 მ².
ბინაში გაკეთებულია რემონტი, შესრულებულია ღია ფერებში, ყველა საჭირო ტექნიკა არის, ნაწილობრივ ავეჯით მოწყობილი. ფართო სამზარეულო გაერთიანებულია მისაღებ ოთახთან, ნათელი სააბაზანო, ნათელი საძინებლები. აივანზე არის ორი ალუმინის სამეურნეო კარადა. ყველა ოთახში დამონტაჟებულია კონდიციონერები, გათბობის რადიატორები და ჭაღები.
ბინა შეძენილია და მოწყობილია საკუთარი საცხოვრებლად, გამოყენებულია ხარისხიანი მასალები და ტექნიკა.