იყიდება 65 მ² ახალი აშენებული ბინა თბილისში, ზედაზნის ქუჩა #6-ში. ეს არის იდეალური შეთავაზება მათთვის, ვინც ეძებს კომფორტულ და თანამედროვე საცხოვრებელს ქალაქის განვითარებულ უბანში.
კორპუსი ახალი აშენებულია და აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტებით. ბინა არის ნათელი და ფუნქციურად დაგეგმარებული, მოიცავს ერთ საძინებელს, ერთ სრულ აბაზანას და სტუდიოს ტიპის მისაღებ ოთახს სამზარეულოსთან ერთად. ორივე ოთახი დაკავშირებულია აივანთან. ბინაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის მილები . მიყვანილია ცხელი და ცივი წყლის მილები. ასევე პროექტის მიხედვით დაგეგმილი ელექტროენერგიის წერტილები.
კორპუსი მდებარეობს ერთ-ერთ მოთხოვნად ადგილას, სადაც ახლოსაა ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. ეს ლოკაცია ასევე ცნობილია თავისი სიმშვიდითა და გამწვანებული ტერიტორიებით, რამდენიმე წუთშია კიკვიძის პარკი, რაც ქმნის სასიამოვნო გარემოს საცხოვრებლად.
ბინა გამოდგება , ასევე საინვესტიციო მიზნებისთვის, მაღალი საიჯარო პოტენციალის გამო.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.