იყიდება მყუდრო ბინა არასტანდარტულ, იტალიურ ეზოში. ბინა მდებარეობს ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე. ეზოში სულ სამი მოსახლეა. ეს არის იდეალური ვარიანტი მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდეს, პრაქტიკულ განლაგებასა და მყუდრო გარემოს ქალაქის ცენტრში.
ბინის ძირითადი მახასიათებლები:
საერთო ფართი: 47 კვ.მ
მისაღები ოთახი: 17,5 კვ.მ
საძინებელი: 12,5 კვ.მ
ლოჯის ტიპის შემოსასვლელი ოთახი: 8,5 კვ.მ
იზოლირებული სამზარეულო: 5 კვ.მ
საპირფარეშო: 3,5 კვ.მ
ჭერის სიმაღლე: 2,5 მ
იატაკი: ოთახებში - მუხის პარკეტი, ლოჯსა და სამზარეულოში - მყარი ორიგინალური გერმანული ლამინატი.
დამატებითი სივრცეები:
ბინის ქვემოთ არის 8 კვ.მ მაღალჭერიანი სარდაფი (საჭიროებს მოწესრიგებას)
ეზოში, კიბის ქვეშ, განთავსებულია პატარა, თუმცა ძალიან ტევადი სათავსო.
უპირატესობები:
ფანჯრები გადის ეზოს მხარეს, შესაბამისად, ქუჩის ხმაური ბინაში არ შემოდის.
ბინაში შეყვანილია ყველა საჭირო კომუნიკაცია: წყალი, დენი, გაზი და ინტერნეტი.
ბინა მდებარეობს მეტრო "მარჯანიშვილიდან" სულ რაღაც 10 წუთის სავალზე ფეხით.
ირგვლივ არის ყველანაირი ინფრასტრუქტურა: სკოლა, ბაღი, სკვერი, მარკეტები, აფთიაქი, ავტობუსის გაჩერება.
(მეპატრონე)
ხედი ეზოზე
ნათელი