იყიდება 98.10 მ² ახალი აშენებული ბინა ნიკიფორე ირბახის ქუჩაზე,
ბინაში არის 3 ოთახი, მათ შორის 2 იზოლირებული საძინებელი, ფართო მისაღები ოთახი სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი და 2 სველი წერტილი.
ასევე მოიცავს ორ პატარა ზომის აივანს, საიდანაც იშლება სასიამოვნო ხედები. რემონტი შესრულებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით,
თანამედროვე დიზაინით და გათვლილია კომფორტულ ცხოვრებაზე. დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობის სისტემა.
შენობა ახალი აშენებულია და აღჭურვილია ყველა საჭირო კომუნიკაციით. მიმდებარე ტერიტორიაზე არის სკოლები, ბაღები, სუპერმარკეტები. რაც ყოველდღიურ ცხოვრებას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის. ნიკიფორე ირბახის ქუჩა გამოირჩევა თავისი სიმშვიდითა და გამწვანებით, რაც ქმნის სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს.
ბინა მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და განვითარებულ უბანში, საიდანაც ადვილად მისადგომია ქალაქის ნებისმიერი წერტილი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.