დიზაინერული რემონტით შესრულებული ბინა, 1 საძინებლით, საერთო ფართი 83 მ², მდებარეობს 17-ე სართულზე პრესტიჟულ კორპუსში, რომელიც აშენებულია Axis-ის მიერ, საირმის ქუჩაზე, ყაზბეგის გამზირის პარალელურად.
ბინა მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, სადაც ახლოს არის სხვადასხვა ქვეყნის საკონსულოები, მათ შორის ბრიტანეთის საკონსულო. ფეხით მისადგომია პარკი, სკოლა, ფიტნეს ცენტრი, მუსიკალური სკოლა, კლინიკა და სხვა.
კორპუსში არის 24/7 ვიდეოკონტროლი და დაცვა. ლიფტები ყოველთვის გამართულად მუშაობს. ასევე არის საკუთარი სატუმბი სადგური, რაც უზრუნველყოფს წყლის უწყვეტ მიწოდებას და კარგ წნევას.
პარკირების პრობლემა არ არის — ბინას აქვს საკუთარი საპარკინგე ადგილი.
ბინას აქვს კომფორტული სტუდიური ტიპის განლაგება და ლამაზი პანორამული ხედები. თანამედროვე სველი წერტილი, ინდივიდუალური გათბობა, გამოყენებულია მაღალი ხარისხის ევროპული მასალები. რემონტი შესრულებულია პირადი გამოყენებისთვის — ყველაფერი გაკეთებულია ნულიდან, მათ შორის კომუნიკაციები და ელექტროობა.
სამზარეულო დამზადებულია შეკვეთით, ძალიან ხარისხიანი და გამძლე.
ტექნიკა: LG, Samsung, Beko.