იყიდება 808 მ² ფართობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი ახალ აშენებული, იზოლირებული კოტეჯი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ბორჯომის კურორტ სადგერში.
თითოეული კოტეჯი არის 60 მ², რომელსაც აქვს სველი წერტილი, ორი საძინებელი და სტუდიოს ტიპის მისაღები სივრცე. ეზო მოწყობილია საპარკინგე სივრცით ოთხი ავტომობილისათვის. კოტეჯები
აშენებულია თანამედროვე სტანდარტებით, არის კაპიტალური შენობები, სრულიად აღჭურვილი ტექნიკითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით. ტერიტორია არის კეთილმოწყობილი, ბარბიქიუს სივრცით, ფანჩატურით, წყლის ონკანით, საქანელებით და მოსასვენებელი სივრცეებით. კოტეჯების უკანა მხარეს არის პანორამული ხედი ხევზე, სადაც ჩაედინება მდინარე ბორჯომულა და იშლება ულამაზესი ხედი, წლის ყველა სეზონზე. წარმოდგენილი კოტეჯები დიდი მოთხოვნით და ინტერესით სარგებლობს, Bookingზე მაღალი შეფასებით (Cottage Orcs). ახლოს არის ბორჯომის ცხელი, გოგირდოვანი აუზები და ცენტრალური პარკი. კოტეჯები იყიდება ერთიანად (სამივე) ღირებულება 300 000$