ქირავდება საბურთალოზე, კომპლექსში "ჩემი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე" ოროთახიანი კეთილმოწყობილი ბინა მეორე სართულზე. საცხოვრებლად აუცილებელი ყველა კომფორტით, არის საჭირო ავეჯი და ტექნიკა - მაცივარი, გაზქურა საცხობი ღუმელით, სარეცხის მანქანა, კონდიციონერი, სათავსოები (კარადები).
ბინა ქირავდება ერთ მცხოვრებზე ან წყვილზე, ცხოველების ყოლა არაა ნებადართული.
სავალდებულოა ორი თვის წინასწარი გადახდა და დეპოზიტი ერთი თვის იჯარის ოდენობით შესაძლო ზარალის ასანაზღაურებლად (რომელიც დამქირავებელს უბრუნდება უკან ბინის დაზიანების გარეშე ჩაბარების შემთხვევაში).
კორპუსს აქვს საერთო ჩაკეტილი კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე და საერთო პარკინგი.