სასწრაფოდ იყიდება!
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებში, შემაღლებულ და გამწვანებულ გარემოში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი — 5000 და 900 კვ.მ ფართობით, ზედ არსებული საცხოვრებელი სახლით.
ნაკვეთში განთავსებულია 2-სართულიანი, რკინა-ბეტონის (ორმაგი) კონსტრუქციის ახალი საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 400 კვ.მ (12.5 x 17). სახლში არავის უცხოვრია.
სახლი გადახურულია მაღალი ხარისხის ალუმინის სახურავით და უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი კომუნიკაციით: წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.
პირველი სართული მოიცავს:
დიდ, გაშლილ მისაღებ სივრცეს
ერთ საძინებელს
სველ წერტილს
მეორე სართულზე განთავსებულია:
ფართო ზალა
4 საძინებელი
სახლის წინა და უკანა მხარეს ღია ვერანდები
შიდა კარები დამზადებულია ნატურალური ხისგან, რაც სახლს დამატებით სიმყუდროვესა და ხარისხს სძენს.
ეზოში დამატებით განთავსებულია:
ავტოფარეხი (გარაჟი)
გურული ოდა (დამხმარე ნაგებობა)
ბოსელი და ნალია
სახლიდან იშლება ბუნების ულამაზესი ხედები, რაც ამ ქონებას იდეალურს ხდის როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტული დანიშნულებისთვის.
ფასი: 80,000 $