იყიდება 2 ოთახიანი ბინა ტერასა ჯგუფის თანამედროვე კორპუსში, პანორამული ხედით თბილისზე. ცენტრალურ პარკთან.
ბინის საერთო ფართობი არის 60 კვ.მ სტუდიო ტიპის მისაღები არის და იზოლირებული საძინებელი. ბინა არის 27 სართულზე. მთელი თბილისი ჩანს ხელის გულზე. განლაგება არის პრაქტიკული და კომფორტული, სივრცე ნათელი, რაც ბინას მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
კორპუსი გამოირჩევა მოწესრიგებული გარემოთი და უსაფრთხოების მაღალი დონით — უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვა. შენობას აქვს საკუთარი გენერატორი, რაც ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაშიც უწყვეტად ფუნქციონირებს.
ბინა სრულად აღჭურვილია და იყიდება არსებული ავეჯისა და ტექნიკის ჩათვლით, რაც ახალ მფლობელს საშუალებას აძლევს დამატებითი დანახარჯების გარეშე გამოიყენოს ან გააქირავოს შეძენიდან მეორე დღეს.
პარკინგის შეძენა შესაძლებელია შენობის -1 სართულზე.
მდებარეობის გათვალისწინებით, ბინა წარმოადგენს მაღალშემოსავლიან საინვესტიციო პროდუქტს და სტაბილურად მოთხოვნადს გაქირავების ბაზარზე.