ქალაქის ცენტრში, ვერაზე, იყიდება 3 ოთახიანი ბინა, 2 საძინებლით, ალექსი მაჭავარიანის ქუჩაზე (ყოფილი არაგვი), ძველ თბილისურ ეზოში. ყველაფრით უზრუნველყოფილი - დამოუკიდებელი სამზარეულო/აბაზანა და ტუალეტით, ცენტრალური გათბობა, გაგრილების სისტემა ინტერნეტი. ადგილზე დაგხვდებათ ყველა აუცილებელი ავეჯი/ნივთი. ბინა, ახლოსაა თბილისის ფილარმონიასთან, ყველა სასურსათო თუ გასართობი ობიექტი 5-10 წუთშივეა, ფეხით კი 10-15 წუთი საკმარისია რუსთაველის მეტროდან. თითქმის ყველა მიმართულებით გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი.