ქირავდება კერძო სახლის მეორე სართული ლისზე (პრველი სართული იქნება დაკეტილი), მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა უბანში. მდებარეობს ნიკორას, ფარმადეპოს და დაცვის პოლიციასთან ახლოს, რაც დამატებით კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
სახლს აქვს დიდი, გამწვანებული ეზო, სადაც განთავსებულია როგორც გარე პარკინგის ადგილი, ასევე ავტოფარეხი. ეზოში მოწყობილია კარკასული აუზი, სადაც ზაფხულში სასიამოვნოდ გაატარებთ დროს.
სახლი სრულად აღჭურვილია ავეჯითა და ტექნიკით და მზად არის საცხოვრებლად. ტექნიკაში შედის ყველა ძირითადი საჭიროება: მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ღუმელი. მიკროტალღური, წყლის დისპენსერი.
იდეალური ვარიანტია მათთვის, ვინც ეძებს მშვიდ გარემოს, დიდ ეზოსა და კომფორტულ საცხოვრებელს..
სახლი ქირავდება 1-ლი მაისიდან.
სააგენტოებთან ვთანამშრომლობ.