ქირავდება სამოთახიანი, არასტანდარტული პროექტის ძველი აშენებული სახლი საბურთალოზე (იყალთოს ქუჩა, შესახვევი 1). სახლი მდებარეობს პრესტიჟულ და ამავდროულად მშვიდ ადგილას — ბუკიას ბაღიდან და ტექნიკური უნივერსიტეტის მეტროსადგურიდან დაახლოებით 300 მეტრში.
ფართი განთავსებულია ორსართულიანი კერძო სახლის პირველ სართულზე და მოიცავს საკუთარ ავტოფარეხსა და ეზოს, რომელიც იზოლირებულია და განკუთვნილია პირადი გამოყენებისთვის.
პროექტის ტიპი არის არასტანდარტული და მოიცავს ორ დიდ ოთახს, ასევე ერთ შედარებით მცირე ზომის ოთახს, რომელიც გამოყოფილია ტიხრით, და დამატებით ერთ იზოლირებულ საძინებელს.
სახლში ასევე არის იზოლირებული, ახლად გარემონტებული სამზარეულო (12 კვ.მ), სათავსოებით, ტექნიკითა და ბუნებრივი განათებით.
სახლი კეთილმოწყობილია და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც საცხოვრებლად, ისე კომერციული მიზნებისთვის - იზოლირებული სამზარეულო, საკუთარი ეზო, ოთახების განლაგება და მათი კვადრატულობა საშუალებას მოგცემთ არსებული ფართი გამოიყენოთ ინდივიდუალურად და სხვადასხვა დანიშნულებით.
სახლიდან ფეხით 3 წუთის სავალზე მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროსადგური, სურსათის მაღაზიები და სხვა საჭირო ობიექტები.
პირველი და ბოლო თვის წინასწარ გადახდით.
ვიზიტის ჩასანიშნად დამიკავშირდით: 511 108 041 ბექა 🤝
📱511108041 / WhatsApp / Viber | GEO ✅ ENG ✅ RUS ✅