იშვიათი შესაძლებლობა შეიძინოთ ბინა "Krtsanisi Resort Residence" ში.
საერთო ფართია 231 მ² და გათვალისწინებულია მისაღები ოთახი და ვიტრაჟით გამოყოფილი სამზარეულო, 4 საძინებელი, 2 სველი წერტილი, საგარდერობე ოთახი, სამრეცხაო ოთახი, ტერასა ხედით აუზზე (40 მ²) და აივანი (10 მ²). გაყვანილია იატაკქვეშა გათბობის მილები. ელექტროობა სრულად გაკეთებულია. დაყენებულია დამაფონი. კომპლექსი მოიცავს უმაღლესი სტანდარტის საკურორტო ინფრასტრუქტურას და სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე ცხოვრების ყველა მოთხოვნას:
• უნიკალური კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე
• შიდა და გარე აუზი (ხელოვნური ქვიშის სანაპიროთი)
• სპა ცენტრი და საუნა
• გარე ამფითეატრი
• ჩოგბურთის კორტი
• პადელის მოედანი
• რესტორანი
• სტადიონები დამატებით შეგიძლიათ შეიძინოთ 2 საპარკინგე ადგილი სათავსოებით.
ბინას საჩუქრად მოყვება ინტერიერის პროფესიონალური რენდერი და სრულფასოვანი პროექტი.