იყიდება ბინა მაღალ პირველ სართულზე. ბინა არის 3,5-იანი, გადიდებული მისაღებით და ორი დიდი საძინებლით, ოთახად გარემონტებული და კეთილმოწყობილი 17 კვ/მ სარდაფით (ჩასასვლელი სახლიდან, ცალკე საკადასტრო კოდით). ჩაშენებული სამზარეულოთი, შემოსასვლელის და საძინებლის დიდი კარადებით. საძნებლის მხრიდან აქვს შემოსაზღვრული 100 კვ/მ ეზო, მყუდრო, გამწვანებული და მოპირკეთებული (მოქცეულია კორპუსის წითელ ხაზებში). ეზოში გასასვლელი არის სახლიდან და არის ძალიან ფუნქციური ყველა სეზონზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლოა ავეჯის სრულად დატოვება. არის იდეალური ლოკაცია და მშვიდი გარემო. ფეხით მეტროდან 6 წუთია კორპუსამდე.