Kaklebi Springs - იყიდება თაუნჰაუსის ტიპის სახლები კაკლებში. სახლის სრული ფართი მოიცავს 325 კვ.მ-ს საცხოვრებელს(-1,1,2, 3 სართული ვერანდა) ხოლო 200 კვ ეკუთვნის ეზოს. სადაც გათვლილია ფართი აუზისთვის (3x7.5) და გამწვანებისთვის. სახლი შავი კარკასის კონდიციით დაგხვდებათ თავდაპირველად მაგრამ შეძენის შემთხვევაში ჩაბარების პირობები შემდეგია:
1. რკინა-ბეტონის კარკასის სამუშაოები დასრულებული;
2. შიდა ტიხრები (იზობლოკი);
3. მოჭიმული იატაკი (სველი წერტილებისა გარდა);
4. ალუმინის ვიტრაჟები (მინაპაკეტი - დაბალემისიური შუშა GUARDIAN; მექანიზმები - SIEGENIA AUBI; ალუმინის საპროფილე მასალა - ALUTECH);
5. ელექტროობა და ინტერნეტის კაბელით სახლის დაქსელვა სასურველ წერტილებამდე, საერთო ჯამში 75 ელექროობის და 5 ინტერნეტის წერტილი;
6. ცივი წყლისა და კანალიზაციის მილები მიყვანილი ვილამდე;
7. ვილას ცენტრალური საქვაბედან და გაგრილების დანადგარიდან, გათბობისა და გაგრილების მილები მიყვანილი ვილამდე (ინდივიდუალური თბოგამანაწილებელი კვანძის, ფანკოილებისა და რადიატორების გარეშე);
8. დენის და წყლის მრიცხველები.
9. ვილაში შესასვლელი კარი.