ქირავდება თანამედროვე და კომფორტული სახლი საუკეთესო ხედით 🌄
სახლი სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით, მზადაა საცხოვრებლად. სივრცე მოიცავს 3 მყუდრო საძინებელს და 2 სველ წერტილს.
გათბობის სისტემა წარმოდგენილია ცენტრალური და იატაკის ელექტრო გათბობით, ასევე აქვს ბუხარი, რაც განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის ზამთრის დღეებში. ინტერნეტი უზრუნველყოფილია Silknet-ის 60 მბ საკაბელო ქსელით.
ეზო არის სრულად იზოლირებული, გამწვანებული და მოვლილი, ხეხილით გაშენებული — იდეალური გარემო სიმშვიდისა და დასვენებისთვის.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 511 136 936 თიკო