იყიდება კომპანიის საკუთრება, ექსპლუატაციაში მიღებული 100 კვ.მ. ფართის მქონე სამოთახიანი ბინა თემქაზე, ე.წ. ნიკორას კორპუსში, მაღალ პირველ სართულზე. 71,50 კვ.მ - სამზარეულო, ჰოლი შემოსასვლელთან ერთად 59,50 კვ.მ., სააბაზანო ოთახი 4,40 კვ.მ., საზაფხულო ფართი სათადარიგო (მეორე) შესასვლელ კიბეებთან ერთად 7,90 კვ.მ., მეორე სართული (ანტრესოლი) 27,85 კვ.მ. - პირველი საძინებელი 12,46 კვ.მ,. მეორე საძინებელი 11,98 კვ.მ., შიდა აივანი (ოთახებამდე მისასვლელი) კიბეების გარეშე 3,41 კვ.მ. ფართის სიმაღლე სასტუმრო ოთახი 4,60 მეტრია, ხოლო ანტრესოლის ზევით (ორი საძინებელი) და ქვევით (სააბაზანო, სამზარეულო) ფართის სიმალე 2,20 მეტრია. კიბეები მოპირკეთებულია მარმარილოს ფილებით. დენი თავის მრიცხველით და აბონენტის ნომრით შეყვანილია და გაყვანილია ბინაში, გაზი-ბუნებრივი აირი თავის მრიცხველითა და აბონენტის ნომრით მიყვანილია ბინამდე, გასაკეთებელია გაზის გაყვანილობა ბინაში. წყალი და კანალიზაცია შეყვანილია ბინაში, დასაყენებელია მრიცხველი, გასაკეთებელია შიდა გაყვანილობა. პირველ სართულზე ანტრესოლის ქვეშ, საჭიროების შემთხვევაში მარტივად არის შესაძლებელი 2,20 მ. სიმაღლისა და 17 კვ.მ ფართის საძინებლის მოწყობა. ამონაწერის მიხედვით დარეგისტრირებული 60,1 კვ.მ. ფართი გაზრდილია ანტრესოლისა და ორი შესასვლელის ხარჯზე თანდართული ესკიზების შესაბამისად. ფასი 87000 $.
ასევე მაქვს სხვა გასაქირავებელი/გასაყიდი ბინები ნახეთ ყველა განცხადება
თუ გათიშული მქონდა ნომერი მომწერეთ ვცაპში....