სასწრაფოდ! იყიდება ბინა დასრულებულ პრემიუმ კლასის კომპლექსში. ბინის ფართია 173 კვ.მ., აქვს ორი საძინებელი (მესამე საძინებლის დამატებაც შესაძლებელია), ორი სველი წერტილი, სამრეცხაო-სათავსო ოთახი, ულამაზესი ხედები წყნეთისკენ. ბინა არის მწვანე + კარკასი, რაც გულისხმობს შემდეგს: გათბობის ქვაბი მილგაყვანილობით, სათავსოები გათბობის ქვაბისთვის და კონდიცირების გარე ბლოკებისთვის, ენერგოეფექტური ალუმინის გარე კარ-ფანჯარა, მდფ-ით მოპირკეთებული შესასვლელი კარი, მოჭიმული იატაკი, გალესილი კედლები, შეყვანილი კომუნიკაციები (გაზი, წყალი, ელ. ენერგია), ელექტრო გაყვანილობა ოთახებში გეგმარების მიხედვით, საშვთა სისტემა და ვიდეო ფონი და მოპირკეთებული ტერასები ყინვაგამძლე გრანიტით.
იდეალურია როგორც ოჯახისთვის საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციოდ.
ბინა მდებარეობს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ხიდთან, ნაფეტვრების გზისკენ. თუ გსურთ იცხოვროთ სუფთა ჰაერზე, უცვლელი ხედით, ცენტრალურ უბანში დამიკავშირდით დეტალებზე.