ქალაქ ქუთაისში, ლ.ასათიანის #96 ბ-ში იყიდება სამშენებლო კომპანია თეთრი კვადრატის მშნებარე კორპუსში, მე-13 სართულზე 44.4 კვ. მ ფართის ბინა მწვანე კარკასის კონდიციით (რკინის კარით, ალუმინის კარ-ფანჯრებით,მოჭიმული იატაკით და გალესილი კედლებით, ყველა კომუნიკაცია შეყვანილი წერტილებით, გათბობის სისტემა დაქსელილი, აივანი მოპირკეთებული) მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს ბოლო სართულის ფილის დასხმა , სრულად კორპუსი ბარდება 2026 წლის დეკემბერში. ბინას აქვს კარგი ლოკაცია, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია სკოლა, ბაღი, სავაჭრო ობიექტები, მარკეტები,სალონები, მიმდებარედ არის საზოგადოებრივი ტრანსპორტების გაჩერება. ბინა არის მთავარი გზის მხარეს პანორამული ხედებით და გამწვანებით, არის ნათელი და აქვს კარგი განლაგება , იდეალურია საცხოვრებლად .