იყიდება ბინა იტალიურ ეზოში, ორი დამოუკიდებელი ნაწილით
იყიდება ჩუღურეთში 120 მ² ბინა ახალი (1 წლის) რემონტით, იტალიურ ეზოში, აღმაშენებლის გამზირზე ბინა არის ძალიან კარგ მდგომარეობაში, მყუდრო, კომფორტული და მდებარეობს ერთ-ერთ საუკეთესო ლოკაციაზე - ახლოს არის მეტრო "მარჯანიშვილი", მაღაზიები, აფთიაქები, კვების ობიექტები და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
მთლიანობაში ბინა მოიცავს 5 ოთახს, 1 საერთო შესასვლელ კორიდორს დიდი ფასადური ფანჯრებით, ერთი აივანს 2 მ2 და ჭერის სიმაღლე აქვს 3.8მ. ბინა თითქმის 2 თანაბარი ზომის, სრულიად დამოუკიდებელ ნაწილად არის გაყოფილი - ერთს აქვს ანტრესოლი, მეორეს - არა. ორივე ბინას აქვს გათბობა - გაგრილების ერთიანი სისტემა: გათბობის ცენტრალური სისტემა რადიატორებით და გაგრილების სისტემა ცალ-ცალკე კონდენციონერებით. ორივე შესასვლელი არის ცალ-ცალკე კოდებით, ხოლო საერთო შესასვლელი - ცალკე კოდით.
ბინაში რჩება ასევე ყველა ავეჯი და ტექნიკა, რასაც ხედავთ ფოტოებში, ყველაფერი არის გამართული და მუშაობს არაჩვეულებრივად.
ბინასთან აყენია გარე სათვალთვალო კამერები, რაც დამატებით უსაფრთხოებას გიქმნით. თუმცა ისედაც უსაფრთხო, მყუდრო და სასიამოვნო იტალიურ ეზოში მდებარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ცენტრში, საკმაოდ აქტიურ ნაწილშია. როგორც კი ეზოში შეხვალთ, სრულიად განსხვავებულ მშვიდ და წყნარ გარემოში ხვდებით, ამას ადგილზე მისვლისთანავე იგრძნობთ.
დაინტერესებისა და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.