ქირავდება A კლასის ბიზნეს ცენტრში საბურთალოზე, იოსებიძის #73-ში, გაგარინის მოედნის მიმდებარედ საოფისე ფართები
ბიზნეს ცენტრი არის 7 სართულიანი, აქვს ასევე მინუს ერთი სართული. პირველი სართული არის კომერციული, ხოლო დანარჩენი 6 სართული საოფისე. ამ ეტაპზე უკვე სრულად გაქირავებულია ოთხი სართული, დარჩენილია მე-5 (794 კვმ) , მე-6 (794 კვმ) და მე-7 (780 კვმ) სართული.
პირველ სართულზე არის საერთო მოხმარების რესეფშენი (ლობი). შენობაში არის 3 ლიფტი, ერთი დიდი სატვირთო (18 პერსონაზე, სადაც ეტევა საკაცე) და ორი საშუალო ზომის (8 პერსონაზე). ლიფტების რაოდენობიდან გამომდინარე არასდროს არ იქნება რიგები. ოფისი აღჭურვილია მერვე თაობის გათბობა-გაგრილებისა/ ვენტილაციის და სახანძრო სისტემით, წყლის წასვლის შემთხვევაში შენობაში არის 100 ტონიანი წყლის რეზერვუარი, ასევე ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში შენობას ემსახურება გენერატორი.
სართულის ჭერის სიმაღლე 4.20 მეტრი.
ქირის საფასური 1 კვმ 24$+დღგ
საიჯარო ფასი მოიცავს ოფისის სტანდრატულ რემონტს, შიდა რემონტი სრულად შეგვიძლია მოვარგოთ თქვენს მოთხოვნებს და სასურველი დიზაინით გავარემონტოთ.
პარკინგების რაოდენობა ინდივიდუალურად შეთანხმდება მოიჯარესთან.