ქირავდება აგარაკი ბაკურიანში. კობა წაქაძის ქუჩაზე, კომპლექს ვილა მონტეს უკან, ტყის პირას, მყუდრო და წყნარ ადგილას, ქირავდება ახალი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კეთილმოწყობილი სუფთა კოტეჯი. სახლი განკუთვნილია 7+2 პერსონაზე, პირველ სართულზე მდებარეობს სტუდიოს ტიპის დიდი მისაღები ზალასამზარეულო ბუხართან ერთად, ასევე პირველ სართულზე მდებარეობს სველი წერტილი, მეორე სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი საჭირო თეთრეულით და პირსახოცებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით. სამზარეულოში მოთავსებულია დიდი რაოდენობით ჭურჭელი, მათ შორის გრილი, ელექტრო ღუმელი, ელექტრო ჩაიდანი, ტოსტერი და სამზარეულოსთვის ყველა საჭირო ატრიბუტი. კოტეჯში ასევე არის "დინამიკები" თქვენი გართობისთვის. კოტეჯს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, ეზოში დგას საქანელები და ეზოს ავეჯი.