იყიდება გარემონტებული, მყუდრო კერძო სახლი ბელეტაჟზე, რომლის ფართობია 190 კვ. მ. და მდებარეობს 451 კვ. მ. ნაკვეთზე ივერთუბანში. სახლი მოიცავს 6 ოთახსა და ერთ აბაზანას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია დერეფნით. მას აქვს ნახევარსარდაფი და ასევე 50 კვ. მ. დამატებითი სათავსო. გადახურული აივანი მოიცავს 32 კვ. მ.-ს. ოთახები ნათელია, დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა. სახლს აქვს დიდი ეზო, სადაც ხარობს სეზონური ხილი. ეზოში შესაძლებელია ორი მანქანის დაპარკინგება. სახლს აქვს დაშენების პერსპექტივა. სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ავეჯისა და ტექნიკის დატოვებაც.დაინტერესების შეთხვევაში დამიკავშირდით მითთებულ ნომერზე.