ავლაბრის მეტროსტან 5 წუთის სავალზე, ახალ კომპლექსში დახურული ტერიტორიით, ქირავდება 418 კვ.მ დუპლექსის ტიპის პენტჰაუსი. საცხოვრებელი ფართი 300 კვ.მ-ია. პირველ სართულზე არის 50 კვ.მ ფართობის მისაღები ოთახი და ცალკე სამზარეულო ვერანდაზე გასასვლელით (ვერანდის ფართობი 118 კვ.მ). ვერანდა სრულად აღჭურვილია ავეჯით და ღია სამზარეულოთი. ვერანდიდან ულამაზესი პანორამული ხედები იშლება. მეორე სართულზე არის 3 საძინებელი, თითოეულს ცალკე კაბინეტით, საგარდერობო ოთახით და სველი წერტილით. ახლად გარემონტებული ბინა არის ნათელი და ფართო, სრულად აღჭურვილი ავეჯით და ტექნიკით.