იყიდება ვაზისუბნის დასახლებაში, წმ.იოანე ღვთისმეტყველის მრევლის ეკლესიასთან ახლოს, ძველაშენებულ ყავლაშვილის სპეცპროექტის კორპუსში, ძველი გარემონტებული (სარემონტო). არის ოთხოთახიანი გამჭოლი ბინა, ორი საძინებლით, სადაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გქონდეთ მესამე საძინებელი, აქვს იზოლირებული სამზარეულო, სასადილო ოთახი, ორი აივანი, ერთი აივანი გადაჰყურებს შაქარას სკვერს, მეორე ეზოს, ბინის თავზე არის სხვენი, რომელიც შეგიძლიათ დაიკანონოთ (სხვენის სიმაღლე არის 2.20-2.30)
ბინა ფართი იმაზე მეტია ვიდრე ამონაწერით არის რეგისტრირებული.
ლოკაციურად არის ძალიან წყნარ და მშვიდ ადგილას, ახლოს არის ტრანსპორტის გაჩერება, სკოლა, ბაღი, სავაჭრო ობიექტები, მ/ს „ვარკეთილი“ (ტრანსპორტით 10 წთ-ის გზაზე)
კორპუსი არის მყარი, კარი კოდზე, ლიფტი გამოცვლილი (მუშაობს ჩიპზე).