თავისუფლების მოედნიდან 10 წუთში, ოქროყანაში, ამაღლების ქუჩის ბოლოს, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ ადგილას მოგხიბლავთ აუზიანი 3 სართულიანი მწვანეში ჩაფლული სახლი. პირველ და მეორე სართულს ამშვენებს მცოცავი წითელი ვარდები. პირველ სართულზე არის დიდი ტერასა დიდი მაგიდითა და სკამებით. თითო სართულის საერთო ფართი შეადგენს 140 კვ.მ. სასტუმრო ოთახში დაგხვდებათ ინგლისური ბუხარი, სამზარეულო და საპირფარეშო ოთახი დუშით. შემოსასვლელში განთავსებულია ქურთუკების საკიდი. ამავე ოთახიდან ხის კიბე აგიყვანთ მეორე სართულზე, სადაც მდებარეობს 5 საძინებელი, რომელიც სურვილისამებრ შეიძლება გამოიყენოთ სამუშაო ოთახებადაც. ასევე ოთახი გარდერობი და საპირფარეშო ვანით და დუშით. მეორე სართულს ამშვენებს დიდი ვერადნა, რომელზეც გამოდის 3 საძინებელი, მეოთხე საძინებელს აქვს თავისი აივანი. მესამე სართულზე ადიხართ გარე რკინის კიბით, სადაც არის დიდი ტერასა, რომლიდანაც იშლება ულამაზესი ხედები თბილისზე, წავკისზე და ა.შ.
სახლი დგას 1000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოში, სადაც ბავშვსაც და დიდსაც შეუძლიათ დროის შინაარსიანად გატარება. იქ დაგხვდებათ ახალაშენებული აუზი 4X10, მოსასვენებელი შეზლონგები და გარე დუში, ასევე გარე სამზარეული ბუხრით, სველი წერტილით და ბაღის იარაღების შესანახი ოთახით. ეზოში მოწყობილი წყარო გაახარებს როგორც დიდის ასევე ბავშვის გულს. ეზოში არის გარაჟი 2 მანქანისთვის. ნაკვეთზე არის მრავალწლიანი ხეხილის ხეები: ალუბალი, ბალი, გარგარი, ნუში, ასევე ვაზი. ეზოში, ტერასის წინ არის მწვანე მოლი სადაც ყველას შეუძლია თამაში.
იჩქარეთ ამ სასიამოვნო ობიექტის მეპატრონესთან დაკავშირება, რადგან ასეთ სახლს, ასეთი აუზითა და ეზოთი თბილისში ბევრს ვერ ნახავთ. დამიკავშირდით ნომერზე: 599 106 952 ბაჩო WhatsApp/Viber/Telegram