6 room private house for rent in tkhinvali

6 room private house for rent in tkhinvali

37ID: 22398338
თხინვალი
7,463
400 m²
Area
6
Rooms
4
Bedroom
2
Floor
400 m²
Yard area

Short description

‌ქირავდება ახალი, უცხოვრებელი ეზოიანი სახლი თხინვალაში (ლისის ტბის მიმდებარედ, ზალდასტანიშვილისა და ბრიტანულ სკოლასთან ახლოს). თითოეული სართული 100 კვ. მეტრია. 1 სართულზე განთავსებულია ამერიკული ტიპის გახსნილი სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და 1 ოთახი (გამოდგება კაბინეტად, საძინებლად ან ბავშვების ოთახად). ასევე, 1 შხაპიანი აბაზანა და 1 პატარა საპირფარეშო. დამხმარე ფართებია პროდუქტების საკუჭნაო, პალტოებისა და ფეხსაცმლის გარდერობი, სამრეცხაო (სარეცხი მანქანა და საშრობი)+ტექნიკური ოთახი, შესაბამისი უჯრებითა და თაროებით. აბაზანაში არის კიდევ დამატებითი სათავსო. სამზარეულო აღჭურვილია ავეჯითა და ყველა საჭირო ტექნიკით (გაზქურა გამწოვით, მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ღვინის მაცივარი). სასტუმრო ოთახში დგას მაგიდა სკამებით, ტახტი სავარძლებით, ტელევიზორი თავისი მაგიდით და ანტიკვარული ბუფეტი. შემოსასვლელში დაგხვდებათ საკიდი კარადით. შესაბამისი ავეჯია აბაზანა-ტუალეტშიც. სამზარეულოდან აივანზე გადის 2 დიდი ვიტრაჟული კარი, რის გამოც სახლი მუდამ ნათელია, ხოლო გარეთ სასიამოვნო სასადილო, სამუშაო თუ მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა. მეორე სართულზე არის 1 მასტერ საძინებელი და 3 ოთახი. ავეჯი აქ არ დგას. მოქირავნე შეძლებს სურვილისამებრ და საკუთარი დანიშნულების შესაბამისად მოაწყოს თითოეული მათგანი. სამ ოთახს თავისი საგარდერობე ოთახი აქვს, ასევე თაროებითა და უჯრებით მოწყობილი. არის კიდევ ერთი მოზრდილი აბაზანა, სადაც ორი ნიჟარაა მოთავსებული. 3 ოთახი გადის აივანზე, ხოლო მეოთხე - უკანა ეზოში. მეორე სართულიდან კიბე ადის ბრტყელ სახურავზე, სადაც ბანია მოწყობილი, ლამაზი ხედები იშლება ოთხივე მხარეს და მუდამ უბერავს სასიამოვნო სიო. სახლი არის ფერადი, თბილი, ნათელი და ხალისიანი. გარემონტებულია ვინტაჟურ სტილში, ეკლექტური ელემენტებით. ყველა ოთახში არის ჭაღი და ფარდები. ორივე სართულზე არის იატაკქვეშა გათბობა. თითოეული კუთხე დაცულია კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით. ეზოში შესასვლელად დამონტაჟებულია ელექტროჭიშკარი. ეზოს ფართობია 300 კვ.მ. ფერდობული ეზო სტრუქტურირებულია 3 ტერასად. პირველი დონიდან შევდივართ სახლში, აქვე გამოვდივართ სამზარეულოდან. მეორე, პატარა ტერასა სახლის გვერდითაა და აქედან ავდივართ უკანა ეზოში (სადაც მეორე სართულიდანაც გავდივართ). სახლის გვერდით დგას წყლის ტონიანი რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება წყლის დაწყვეტის შემთხვევაში. სახლი მდებარეობს გორის ძირში და უკან არაფერი უდგას, რის გამოც მეტად მყუდრო და მშვიდი გარემოა. დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით📱 598 157 144 ლიკა / WhatsApp / Telegram | GEO ✅ ENG ✅

Addition parameters

Status
New building
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
Bathrooms
1
Construction year
>2000
Heating
Central Heating
Parking
Parking space
Hot water
Central heating
Internet
Yes
Sewerage
Yes
Kitchen + Appliances
Yes
Electricity
Yes
TV
Yes
Fenced
Yes
The gate
Yes
Water
Yes
Natural gas
Yes
Yard lighting
Yes

Furniture

Washing machine
Stove (gas / electric)
Furniture
Bed
Oven
Dishwasher
Sofa
Table
Conditioner
Chairs
Refrigerator
Owner logo
ლიკა
Agent
All statements (896)
ლიკა
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report