2 room apartment for sale in tbilisi

2 room apartment for sale in tbilisi

425ID: 22332565
Mikheil Tamarashvili Street 13
812,917
1 - 8557
95 m²
Area
2
Rooms
1
Bedroom
9 / 29
Floor

Short description

საინვესტიციო ბინა არქი ცენტრალ პარკში. გაქირავებულია 1800 აშშ დოლარად.

თამარაშვილზე არქის საცხოვრებელ კომპლექსში მდებარე სრულად მოწყობილი უძრავი ქონება 95 კვმ მოიცავს. მეცხრე სართულზე განთავსებული ბინა გამჭოლი ნათელი და გემოვნებით მოწყობილია. გამორჩეული დიზაინის მქონე სივრცე გეგმარებით სტუდიოს ტიპის მისაღებს, ერთ დიდ საძინებელს, ერთ სველ წერტილს, 2 საზაფხულო ავეჯით მოწყობილ აივანს მოიცავს. დიდი აივანი ესაზღვრება მისაღებ ოთახს, მეორე აივანი საძინებელს. ორივე ღია სივრციდან იშლება ხედები როგორც შიდა გამწვანებულ ეზოზე, ისე ქალაქზე.

ბინა სრულად აღჭურვილია პრემიუმ ბრენდების ტექნიკითა და ავეჯით. აქ დაგხვდებათ Toshiba-ს მაცივარს, Kuppersberg-ის გაზქურას, ჭურჭლის სარეცხ მანქანას და ელექტრო ღუმელს, Samsung-ის მიკროტალღურ ღუმელსა და ტელევიზორს, Teka-ს ონკანსა და ნიჟარას, Lumen Luxury-ის ჭაღებსა და კედლის ბრებს, ასევე Fiandre-ს სამზარეულოს ქვის ფილას. ინტერიერი გამდიდრებულია M Factory-ის დამზადებული სამზარეულოს ავეჯითა და ტელევიზორის სტენდით, ხოლო მყუდრო გარემოს ქმნის B&B Italia-ს დივანი, სავარძელი, მაგიდა და სკამები. ლამინირებული იატაკი Swiss Krono-ს ხარისხზეა დამყარებული, ხოლო კომფორტს დამატებით უზრუნველყოფს Midea-ს კონდინციონერი, LG-ს ტელევიზორი და სარეცხი მანქანა. უსაფრთხოებისთვის გამოყენებულია Meggo-ს კარის საკეტი და Hikvision-ის ინტერკომის სისტემა კამერით.

საძინებელი კეთილმოწყობილია Kare Design-ის ავეჯით, რომელიც მოიცავს საწოლს, პუფს და ბენჩს, ხოლო Armis-ის მატრასი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს. აბაზანაში გამოყენებულია Grohe-ს ონკანები და საშხაპე სისტემა, Roca-ს უნიტაზი და STN Ceramica-ს კერამიკული ფილები, ხოლო განათებასა და დეტალებს Lumen Luxury-ისა და Spiegel Konzept-ის ბრენდული პროდუქცია ამშვენებს.

კომპლექსი არქი ცენტრალური პარკი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურითა და მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურით. შენობას აქვს კეთილმოწყობილი სადარბაზო, უსაფრთხო და თანამედროვე ლიფტები, ასევე 24-საათიანი კონსიერჟის მომსახურება. პროექტის გამორჩეული უპირატესობაა 6 000 კვადრატული მეტრის გამწვანებული ეზო, სადაც განთავსებულია საბავშვო და სპორტული ზონები. კომპლექსში მოქმედებს თანამედროვე ლობი და ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი.

მშენებლობის პროცესში გამოყენებულია გერმანული YTONG-ის ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური ბლოკი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგომოხმარებასა და კომუნალურ ხარჯებს. შენობის ფასადი მოპირკეთებულია Fundermax-ის მაღალი ხარისხის მასალით, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას და განსაკუთრებულ ვიზუალურ ელფერს.

Addition parameters

Status
New building
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
Bathrooms
1
Balcony
2/10
მარიკა
Agent
All statements (10)
მარიკა
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report