Full building commercial area for sale in saburtalo

Full building commercial area for sale in saburtalo

325ID: 22299498
თ. იოსებიძის ქ.
31,983,600
1 - 5331
6000 m²
Area
10+
Rooms
7 / 7
Floor

Short description

Investment

იყიდება A კლასის საოფისე შენობა საბურთალოზე, იოსებიძის 71-ში, გაგარინის მოედნის მიმდებარედ.

შენობის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. ობიექტი ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით (დასრულებული ფასადი, ეზო მოპირკეთებული, იატაკი მოჭიმულ- მოვერტალიოტებული, კედლები გალესილი, თაბაშირმუყაოს სამუშაოები დასრულებული, ჭერი გათეთრებული, ორივე კიბის უჯრედი მოპირკეთებული - გარემონტებული, აივნები და ტერასები მოპირკეთებული კერამოგრანიტით). ელექტროენერგიის სიმძლავრე შემოყვანილია 800 კვტ, ყველა სართულზე დამონტაჟებულია ელექტრო ფარი და გამზადებულია სართულზე დასაქსელად. შენობა არის ენერგო ეფექტური. დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯარა. შენობის ფასადი არის უმაღლესი ხარისხის ალუკა-ბონდითა და მიუნხენის ფაქტურის შელესილ/შეღებილი. აღსანიშნავია, რომ ყველა სათულზე განთავსებულია აივნები, ხოლო მეშვიდე სართულზე 100 კვმ ვერანდა პანორამული ხედებით თბილისზე. აქვს 30 საპარკინგე ადგილი.

ბიზნეს ცენტრი არის 7 სართულიანი, თითოეული სართული დაახლოებით 770 კვმ. აქვს მინუს ერთი სართულიც. პირველი სართული არის კომერციული, ხოლო დანარჩენი 6 სართული საოფისე. პირველ სართულზე არის 113 კვ.მ. საერთო მოხმარების რესეფშენი (ლობი). შენობაში არის 3 ლიფტი, ერთი დიდი სატვირთო (18 პერსონაზე, ეტევა საკაცე) და ორი საშუალო ზომის (8 პერსონაზე). ლიფტების რაოდენობიდან გამომდინარე არასდროს არ იქნება რიგები. ოფისი აღჭურვილია მერვე თაობის გათბობა-გაგრილებისა/ ვენტილაციის და სახანძრო სისტემით (სუფთა (გარე) ჰაერის სისტემები;კონდიცირება; რეკუპერაცია ვენტილაცია; სახანძრო ვენტილაცია; ხანძარქრობა; წყალმომარაგება; სუსტი დენები (სახანძრო); ელექტრო ფარი (სახანძროსთვის); სიგნალიზაცია; გახმოვანება) შენობაში არის 100 ტონიანი წყლის რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება წყლის წასვლის შემთხვევაში.

ბიზნეს ცენტრს აქვს იდეალური ლოკაცია, ყველა მხრიდან მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, ფეხით 1 წუთის სავალზე არის ავტობუსების გაჩერება, 5-6 წუთის სავალზე მეტრო, ქალაქის ყველა მაგისტრალი უერთდება გაგარინის მოედანს. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ.

Addition parameters

Status
Full building
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
Bathrooms
3+
Owner logo
დავითი
Agent
All statements (1656)
დავითი
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report