ქირავდება კერძო სახლი ზღვის უბანში მყუდრო ადგილას, თბილისის ზღვის ხედებით. სახლი ახალი აშენებული და გარემონტებულია.(სახლის პირველი და მეორე სართული იზოლირებულია ერთმანეთისგან და არ უკავშირდება შიდა კიბით). მეორე სართული მოიცავს მისაღები+სტუდიოს 42 კვადრატული; სამი საძინებელი, ორი სველი წერტილი, დიდი ვერანდა, რომლიდანაც გამოვდივართ დიდ ეზოში (300 კვადარტული მეტრი) და მეორე პატარა აივანს. პირველ სართულზე განთავსებულია მარანი (ბუხარი, სამზარეულოს კუთხე, მაცივარი და სათავსო ოთახი), ერთი საძინებელი, ერთი დიდი სათავსო ოთახი, ერთი კაბინეტის ოთახი (შესაძლებელია ასევე კაბინეტის ნაცვლად მუსიკალური სტუდიის გაკეთება, რადგან ოთახი შეფუთულია ხმის დამხშობი ღრუბლით), ერთი სველი წერტილი და დამატებით კიდევ ერთი ოთახი, რომელიც შესაძლოა გამოყენებული იქნას სატრენაჟორო ოთახად, ან სურვილის შემთხვევაში საძინებლად. სახლს აქვს დიდი ავტოფარეხი (დენი, წყალი, სათავსოებით). სახლი არის 300 კვადრატული მეტრი. ეზო 700 კვადრატული. მისასვლელი გზა ახალი გაკეთებულია (მოასფალტებული). მოძრაობს ტრანსპორტი. სახლი აღჭურვილია ყველა სახის ავეჯით, ტექნიკით, მაგიდა-სკამებით, ინვენტარით და ჭურჭელით.