ქირავდება სახლი გლდანში. ახლოს მდებარეობს დიდი ტბა (დაახლ. 2 წუთის სავალზე) – შესანიშნავი ლოკაცია, ხედით მთებზე და ქალაქზე.
ეზოში იზრდება გარგარი, ალუბალი, ხურმა, თუთა, კაკალი და ასევე არის ვენახი. მეტრო გლდანიდან მანქანით დაახლოებით 8-9 წუთია (გაზომილია). ასევე შესაძლებელია მისვლა მარშრუტკით, რომელიც მიდის პირდაპირ სახლამდე.
ეზოში შესაძლებელია 2-3 მანქანის დაყენება. ასევე მოქმედებს Glovo და Wolt-ის მიტანის სერვისები.
სურათებზე ჩანს, რომ გარკვეული ავეჯი აკლია, თუმცა დაინტერესების შემთხვევაში ეს საკითხი მოგვარებადია. შესასვლელთან არის ცალკე სათავსო.მეორე სართულზე ასასვლელი კიბე არის როგორც შიგნიდან, ასევე გარედანაც.
სახლში არის 2 სველი წერტილი და 2 აბაზანა – ერთ-ერთი ჯაკუზით. შესაძლებელია კამერის დაყენება. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია აუზის განთავსებაც ეზოში.
განიხილება გრძელვადიანი გაქირავება. ფასზე შევთანხმდებით ადგილზე.
ცხოველებზე შეზღუდვა არ არის.