რუსთაველის მეტროდან ფეხით 10 წუთის სავალ მანძილზე, წყნარ და მშვიდ გარემოში, წითელ აგურის სახლში, იყიდება დუპლექსის ტიპის ბინა. ბინა მოიცავს 2 საძინებელს, მისაღებ ოთახს, ცალკე სამზარეულო სასადილო ოთახს, 1 სველ წერტილს, აივანს და მანსარდას რომელშიც ამჟამად არის ერთიანი სივრცე და გათვალისწინებულია სველი წერტილი. ხედებით მთელ ქალაქზე. სახლი არის ძალიან ჯანსაღი, ულამაზესი სადარბაზოთი.