იყიდება სახლი ქალაქ ფოთში მალთაყვის ზღვის სანაპიროდან და კოლხეთის ეროვნული პარკიდან 2 კილომეტრში. სახლს აქვს 1062 კვადრატული მეტრის ეზო სადაც გაშენებულია ციტრუსი და სხვადასხვა ხეხილი. ეზოში განთავსებულია ავტოფარეხი, საკუჭნაო და ჯარგვალი. სახლის პირველი სართულის იატაკი და კედლები მოპირკეთებულია მუხის მასალით ხოლო მეორე სართულის იატაკი მუხის პარკეტით. სახლს აქვს 2 შიდა სველი წერტილი და 1 გარე (ეზოს) საპირფარეშო. სახლი ნაწილობრივ დაქსელილია და თბება ცენტრალური გათბობის ქვაბით. გარდა ამისა სახლის უკან არის დამატებით 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას სათბურის მოსაწყობად.