იყიდება, თბილისის ერთ-ერთ მოთხოვნად უბანში, დიღომში 8 -ში, ორ სართულიანი კერძო სახლი 5 საძინებლით, ორი დიდი მისაღები ოთახით, ორი ბუხრით, 4 აივნით, 4 სველი წერტილით. ავეჯით, საყოფაცხოვრებო ტექნიკით, მოწესრიგებული სარდაფით, რომელშიც განთავსებულია საუნა. აქვს ულამაზესი გამწვანებული ეზო, ნაძვებით, დეკორატიული მცენარეებით და ყველანაირი ხეხილით. შესანიშნავი ადგილია მათთვის, ვინც ეძებს მშვიდ გარემოს, განტვირთვას და კომფორტს.