ქირავდება ახალაშენებული სახლი, სიწვანესა და სიმშვიდეში, კაკლების დასახლებაში. სახლი მოიცავს 5 საძინებელს, სველი წერტილებითა და საგარდერობეებით( ყველაზე დიდი მათგანი 30 კვ მ ფართია , პლიუს 20 კვ მ საგარდერობე ოთახით, ბუხრიანი დამატებითი ოთახით, სველი წერტილით), 2 სამზარეულოს, 140 კვ მ ბუხრიან სასტუმრო სივრცეს, 60 კვ მ მეორე სასტუმრო სივრცეს, ვერანდებს სახლის ორივე მხარეს და მესამე სართულზე კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცით, სველი წერტილითურთ, ასევე 120 კვ მ ტერასით, ულამაზესი ხედებით. ყველა საძინებელს აქვს აივანი. გარდა საძინებლების 5 სველი წერტილისა, სახლში არის 1 სველი წერტილი სტუმრებისთვის და 1სველი წერტილი ტერასაზე მოსასვენებელ სივრცეში.სახლი ნათელია. ქირავდება როგორც კომერციული დანიშნულებით, ისე საცხოვრებლად. სახლის ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას .