მდებარეობს სასტუმრო ორბი პლაზის შენობის სამ სართულზე, ცალკე შესასვლელით ქუჩიდან, ასევე სასტუმროს რესეფშენიდან და შესასვლელი ეზოდან. ფართი 411 კვ.მ. ყველა კომუნიკაცია ხელმისაწვდომია (გათბობა, დენი, წყალი, ქალაქის კანალიზაცია). ფართი არის მთლიანად გარემონტებული და აღჭურვილი (მაგიდები, მაცივრები, ღუმელები, გრილები, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ყინულის გენერატორი და ა.შ.) კვების ობიექტისთვის, ავეჯის ჩათვლით. იყიდება როგორც მოქმედი ბიზნესი. შენობა იურიდიულად სრულიად სუფთაა (არ არის დაკავება, აკრძალვა, იპოთეკა).