6 room private house for rent in lisi lake

6 room private house for rent in lisi lake

134ID: 20953442
ლისის ტბა
6,663
400 m²
Area
6
Rooms
4
Bedroom
2
Floor
800 m²
Yard area

Short description

For parties

Pets allowed

People with disabilities

ირავდება ახალი, უცხოვრებელი ეზოიანი სახლი თხინვალაში (ლისის ტბის მიმდებარედ, ზალდასტანიშვილისა და ბრიტანულ სკოლასთან ახლოს). თითოეული სართული 100 კვ. მეტრია. 1 სართულზე განთავსებულია ამერიკული ტიპის გახსნილი სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და 1 ოთახი (გამოდგება კაბინეტად, საძინებლად ან ბავშვების ოთახად). ასევე, 1 შხაპიანი აბაზანა-ტუალეტი და 1 პატარა ტუალეტი. დამხმარე ფართებია პროდუქტების საკუჭნაო, პალტოებისა და ფეხსაცმლის გარდერობი, სამრეცხაო (სარეცხი მანქანა და საშრობი)+ტექნიკური ოთახი, შესაბამისი უჯრებითა და თაროებით. აბაზანაში არის კიდევ დამატებითი სათავსო. სამზარეულო აღჭურვილია ავეჯითა და ყველა საჭირო ტექნიკით (გაზქურა გამწოვით, მიკროტალღური ღუმელი, ღუმელი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და ღვინის მაცივარი). სასტუმრო ოთახში დგას მაგიდა სკამებით, ტახტი სავარძლებით, ტელევიზორი თავისი მაგიდით და ანტიკვარული ბუფეტი. შემოსასვლელში დაგხვდებათ საკიდი კარადით. შესაბამისი ავეჯია აბაზანა-ტუალეტშიც. სამზარეულოდან აივანზე გადის 2 დიდი ვიტრაჟული კარი, რის გამოც სახლი მუდამ ნათელია, ხოლო გარეთ სასიამოვნო სასადილო, სამუშაო თუ მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა. მეორე სართულზე არის 1 მასტერ საძინებელი და 3 ოთახი. ავეჯი აქ არ დგას. მოქირავნე შეძლებს სურვილისამებრ და საკუთარი დანიშნულების შესაბამისად მოაწყოს თითოეული მათგანი. სამ ოთახს თავისი საგარდერობე ოთახი აქვს, ასევე თაროებითა და უჯრებით მოწყობილი. არის კიდევ ერთი მოზრდილი აბაზანა, სადაც ორი ნიჟარაა მოთავსებული. 3 ოთახი გადის აივანზე, ხოლო მეოთხე - უკანა ეზოში. მეორე სართულიდან კიბე ადის ბრტყელ სახურავზე, სადაც ბანია მოწყობილი, ლამაზი ხედები იშლება ოთხივე მხარეს და მუდამ უბერავს სასიამოვნო სიო. სახლი არის ფერადი, თბილი, ნათელი და ხალისიანი. გარემონტებულია ვინტაჟურ სტილში, ეკლექტური ელემენტებით. ყველა ოთახში არის ჭაღი და ფარდები. ორივე სართულზე არის იატაკქვეშა გათბობა. თითოეული კუთხე დაცულია კამერებითა და მოძრაობის დეტექტორებით. ეზოში შესასვლელად დამონტაჟებულია ელექტროჭიშკარი. ეზოს ფართობია 300 კვ.მ. ფერდობული ეზო სტრუქტურირებულია 3 ტერასად. პირველი დონიდან შევდივართ სახლში, აქვე გამოვდივართ სამზარეულოდან. მეორე, პატარა ტერასა სახლის გვერდითაა და აქედან ავდივართ უკანა ეზოში (სადაც მეორე სართულიდანაც გავდივართ). სახლის გვერდით დგას წყლის ტონიანი რეზერვუარი, რომელიც გამოიყენება წყლის დაწყვეტის შემთხვევაში. სახლი მდებარეობს გორის ძირში და უკან არაფერი უდგას, რის გამოც მეტად მყუდრო და მშვიდი გარემოა.

Addition parameters

Status
New building
Condition
Newly renovated
Type of project
Non-standard
Heating
Central+floor heating
Hot water
Central heating
Balcony
3/3
Spa
Yes
Bar
Yes
Gym
Yes
Fireplace
Yes
Grill
Yes
Jacuzzi
Yes
Sauna
Yes
Yard lighting
Yes
Fruits
Yes
Alarm
Yes
Cellar
Yes
Ventilation
Yes
Guard
Yes
Owner logo
ბექა
Agent
All statements (1867)
ბექა
Agent

If the information in the listing is incorrect, file a report