თბილისში, კერძოდ შინდისში იყიდება ახლად აშენებული თანამედროვე სახლი, ALUTECH-ის ინგლისური სტილის ფანჯრებითა და ვიტრაჟებით. სახლის შიდა ფართია 300 მ2. ეზოს ფართია 1.264 მ2 (საკადასტრო 81.02.10.952). ეზო შეღობილია კაპიტალურად სრულ პერიმეტრზე და აყენია დისტანციური მართვის ჭიშკარი. სახლის პირველ სართულზე მდებარეობს ორ მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი დისტანციური მართვის კარით, სამეურნეო და სათავსო ოთახები, კალიდორი, ვანატუალეტი და დიდი გახსნილი სივრცე სამზარეულო და საცხოვრებელი ოთახებისთვის. მეორე სართულზე მდებარეობს ხუთი ოთახი და ორი ვანატუალეტი. სახლის მშენებლობა გათვალისწინებული იყო ჩემთვის და გამოყენებულია ხარისხიანი მასალები. სახლი გარედან დასრულებულია. შიგნიდან ოთახები დატიხრულია და შეგიძლიათ ასევე თქვენი გემოვნებით გაარემონტოთ.