ქირავდება 2 სართულიანი კერძო სახლი ვეძისში, სასურველია კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე საოფისედ.
ზედა სართული 130მ2 არის ახალი გარემონტებული, ახალი სამზარეულოთი (გამოუყენებელია).
ზედა სართულზე არის 3 საძინებელი, დიდი სამზარეულო და დიდი მისაღები ოთახი.
ქვედა სართული 130მ2 გაურემონტებელია, ელექტროობა გაყვანილია და აქვს ცალკე გათბობა ცალკე ქვაბით.
ქვედა სართული იდეალურია სამუშაო სივრცის მოსაწყობად ან სასაწყობედ, აქვს იზოლირებული შემოსასვლელი ქუჩიდან, ეზოს ტერიტორიის გავლის გარეშე, ასევე აქვს გასასვლელი ეზოში.
ნაკვეთის სრული ფართობი არის 350მ2, სახლი დგას 130 კვადრატულზე.
ეზოში ეტევა 3 მანქანა, ასევე ჭიშკრის და ღობის წინაც შესაძლებელია პარკინგი.
პრიორიტეტი მიენიჭება კომპანიაზე ან ორგანიზაციაზე გასაქირავებლად, მინიმუმ 1 წლით, შესაძლებელია გაქირავება ოჯახზეც.