ტერასებიანი სახლი-აგარაკი მდებარეობს ზედა წყნეთის ფიჭვნარში, სიმწვანეში ჩაფლული.
იდეალურია დიდი ოჯახური შეკრებებისა და დასვენებისათვის.
მაღალჭერიანი, მზის სხივებით გაჟღენთილი მისაღები ოთახი თანამედროვე დიზაინით არის მოწყობილი და თქვენს ოჯახურ საღამოების და მეგობრული შეხვედრების დაუვიწყარ ადგილად იქცევა.
პირველ სართულზე განლაგებულია მისაღები, სამზარეულო, საბილიარდო და საკუჭნაო, რაც სახლს განსაკუთრებულ ფუნქციონალურობას ანიჭებს.
მეორე სართულზე სამი "მასტერ" საძინებელია, თითოეული თავისი სველი წერტილით, რაც კომფორტს და პირად სივრცეს უზრუნველყოფს.
მეოთხე საძინებელი მდებარეობს მესამე სართულზე, სრულიად იზოლირებულად., ტერასის გვერდით.
ჯამში სახლში ოთხი საძინებელია.
სახლს ამშვენებს ულამაზესი შიდა კიბე.
ეს არის ადგილი, სადაც სიმშვიდე და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის.
სახლი რესტორან "წისქვილთან" ახლოს მდებარეობს.
მაგრამ ტრასიდან ოდნავ მოშორებულია, რაც სიმყუდროვეს და მშვიდ გარემოს ქმნის, მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა. (28)