იყიდება უნივერსალური კომერციული ფართი საბურთალოზე
ვაჟა-ფშაველას 23ა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, საბურთალო, საბურთალოს რაიონი, თბილისი
იყიდება ცალკე მდგომი შენობა, სულ 5 სართულიანი 1 და +4, ვაჟა ფშაველას გამზირი , გზის პირზე
ამჟამად შენობაში განთავსებულია მაღაზია ლუქსორის შოურუმი და ოფისი, მთლიანი შენობის ფართი არის 869.62 მ2. ფართში არ შედის კიბის და ლიფტის სივრცე, ასევე სახურავი, რისი ათვისებაც შესაძლებელია (მაგ. კაფის მოსაწყობად, ან უბრალოდ მოსასვენებელ ადგილად).
მთლიანი სივრცე არის მარტივად ათვისებადი რადგან არ არის მზიდი კედლები სივრცის ცენტრალურ ადგილებზე , მარტივი კონსტრუქციებით (თაბაშირმუყაო) არის ტიხრები გაკეთებული, შოურუმის ნიმუშებისთვის. შენობა თბოიზოლაციით, აკმაყოფილებს ყველანაირ სტანდარტს. მთლიან შენობაში დამონტაჟებულია ფონკოილების სისტემა, ასევე ესპანური ბრენდ oronas ლიფტი. პირველი და მეორე სართულის ფასადი არის ვიტრაჟული, ასევე შენობას აქვს საპარკინგე ადგილები.