იყიდება ახალი აშენებული კერძო სახლი ტაბახმელაში, ცენტრიდან 2 წუთის გზაზე. ამჟამად არის რკინა-ბეტონისა და ბლოკის კონსტრუქცია ე.წ. შავი კარკასი, თუმცა მყიდველის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სახლის დასრულებულ მდგომარეობამდე მიყვანაც შესაბამისი შეთანხმებით.
ეზომდე მიყვანილია წყალი, ელ. ენერგია, გაზი და კანალიზაცია.
სახლი არის ზღვის დონიდან დაახლოებით 1000 მეტრზე და აქვს ძალიან სასიამოვნო ხედები მთელს თბილისზე და მთაწმინდის ფერდობზე.
არის ქალაქთან ძალიან ახლოს, თავისუფლების მოედნიდან 15 წუთის გზაზე, მშვიდი, გამწვანებული სივრცით.
მიწის ნაკვეთის სრული ფართობია 400 მ2, საიდანაც შენობა იკავებს 120 მ2, ვერანდის (20 მ2) ჩათვლით.
სახლი შედგება 3 სართულისაგან. ჯამური ფართი 320 მ2-მდე, საიდანაც 80 მ2-მდე იკავებს საზაფხულო ფართები.
დეტალური აღწერა:
1 სართული - სამზარეულო, სასადილო, დიდი მისაღები, საკუჭნაო, სველი წერტილი, სათავსოები, კიბის უჯრედი;
2 სართული - ჰოლი, 1 "მასტერ ბედრუმი" თავის სველი წერტილითა და გარდერობის ოთახით, 2 საძინებელი, სამრეცხაო ოთახი და საერთო სველი წერტილი. ყველა საძინებელს აქვს გასასვლელი აივანზე;
3 სართული - სველი წერტილი და უნივერსალური ფართი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც: საძინებელ ოთახებად, ასევე კაბინეტისა ან სავარჯიშო ოთახისთვის. აღნიშნული სივრცე გადის 40 მ2 ტერასაზე.
სახლი აშენებულია უმაღლესი ხარისხითა და სტანდარტებით. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით: 599880340 ქართლოსი